მადრიდის „რეალი“ ფიფა-ს საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებულია #1TVSPORT
მადრიდის „რეალი“ 2024 წლის ფიფა-ს საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებულია. დოჰაში გამართულ შეჯიბრების ფინალში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა ჩრდილოეთ ამერიკის მთავარი საკლუბო ტურნირის ჩემპიონი მექსიკური „პაჩუკა“ 3:0 დაამარცხა.
პირველი ტაიმი „რეალმა“ 1:0 კილიან მბაპეს გოლით მოიგო, ფრანგმა თავდამსხმელმა ფიფა-ს ვერსიით 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელის, ბრაზილიელი ვინისიუსის გადაცემა გამოიყენა. მეორე ტაიმში „პაჩუკას“ კარში გოლები თავად ვინისიუსმა და როდრიგომ გაიტანეს.
2024 წელს მადრიდის „რეალისთვის“ ეს მეხუთე ტიტულია, გუნდმა ესპანეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა და უეფა-ს სუპერ თასიც მოიგო.