მადრიდის „რეალი“ „ელ კლასიკოს“ კილიან მბაპეს გარეშე ჩაატარებს #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ ფრანგი სუპერვარსკვლავი კილიან მბაპე „ბარსელონასთან“ ესპანეთის ჩემპიონატის ტურის შეხვედრას გამოტოვებს.
საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო და, შესაბამისად, „ელ კლასიკოში“ მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ამ მომენტისთვის ლა ლიგის ლიდერი „ბარსელონაა“ 88 ქულით, ხოლო „რეალის“ ანგარიშზე 77 ქულაა. ტურნირის დასრულებამდე 4 ტური რჩება, შესაბამისად, დღეს მოგების ან ფრის შემთხვევაში „ბარსელონა“ ჩემპიონი ოფიციალურად გახდება.
რაც შეეხება მბაპეს, მის ანგარიშზე ლა ლიგაში 24 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა – ის ბომბარდირთა დავის ლიდერია.
„ბარსელონასა“ და „რეალის“ მატჩი 10 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.