მადრიდის „რეალი“ ედუარდო კამავინგათი დაინტერესდა
მადრიდის „რეალი“ ედუარდო კამავინგათი დაინტერესდა

მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა ფრანგული „რენის“ ნახევარმცველ ედუარდო კამავინგას გადაბირებით არის დაინტერესებული და მზად არის, ფეხბურთელი უკვე მიმდინარე ზაფხულში შეიძინოს. ამ ინფორმაციას RMC Sport ავრცელებს.

„ეს არის ევროპის ამომავალი ვარსკვლავი და ჩვენ გვინდა, რომ მან მადრიდში ათი წელი ითამაშოს. უმჯობესია, მასთან კონტრაქტი უკვე მიმდინარე ზაფხულში გავაფორმოთ, ვიდრე ეს ამბავი ერთი წლით გადავდოთ, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე თუ ითამაშა, შემდეგ მისი ფასი გაიზრდება“, – აღნიშნა მადრიდული სამეფო კლუბის წარმომადგენელმა, რომლის ვინაობას RMC Sport არ ასახელებს.

ამასთანავე, როგორც ირკვევა, „რენი“ არ აპირებს კამავინგას გაყიდვას, რადგან მომავალ სეზონში ამ ფეხბურთელზე დიდ იმედებს ამყარებს.

17 წლის კამავინგა ანგოლაში დაიბადა, თუმცა ორი წლის ასაკიდან საფრანგეთში ცხოვრობს და ამ ქვეყნის მოქალაქეა.

დატოვე კომენტარი