მადრიდის „რეალი“ ჟოზე მოურინიოს შემცვლელად დიდიე დეშამის კანდიდატურას განიხილავს #1TVSPORT

19:20, 18.10.2026

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დიდიე დეშამის დანიშვნის შესაძლებლობას განიხილავს, – ინფორმაციას Radio MARCA ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა ჟოზე მოურინიოს მუშაობით სრულად კმაყოფილი არ არის. თუ პორტუგალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, დეშამი მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გახდება.

დიდიე დეშამის კანდიდატურა მადრიდულ კლუბში მიმდინარე წლის ზაფხულშიც განიხილებოდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი მოურინიოზე შეჩერდა.

დეშამი საფრანგეთის ნაკრებს 2012-2026 წლებში ხელმძღვანელობდა. მისი მწვრთნელობის პირობებში ფრანგებმა 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს, ხოლო 2022 წელს ფინალში ითამაშეს.

მსგავსი