მადრიდის „რეალი“ დაცვის ხაზის გაძლიერებას უილიამ სალიბას გადაბირებით აპირებს #1TVSPORT
მადრიდის „რეალი“ დაცვის ხაზის გაძლიერებას უილიამ სალიბას გადაბირებით აპირებს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მთავარი სატრანსფერო პრიორიტეტი დაცვის ხაზის გასაძლიერებლად „არსენალის“ ფრანგი ცენტრალური მცველი უილიამ სალიბა იქნება, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, „რეალი“ მოთმინებით აკვირდება მოლაპარაკებებს ლონდონურ კლუბსა და ფრანგ მცველს შორის. კლუბი გეგმავს იმავე სტრატეგიის გამოყენებას, რაც ტრენტ ალექსანდერ-არნოლდთან მიმართებით ჰქონდა – მანამდე არ იმოქმედოს, სანამ არსებული კონტრაქტის განახლებაზე საბოლოო პასუხი არ გახდება ცნობილი.

უილიამ სალიბა ბოლო წლების განმავლობაში ინგლისის პრემიერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად მიიჩნევა. მისი მოქმედი კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2027 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

24 წლის ფრანგი მცველი „არსენალმა“ 2019 წელს „სენტ ეტიენიდან“ 27 მილიონ ფუნტად შეიძინა და სამი წელი ფრანგულ კლუბებში იჯარის წესით ყავდა გაშვებული. მისი დებიუტი „არსენალის“ პირველ გუნდში 2022 წელს შედგა.