მადრიდის „რეალი“ და ვინისიუსი ახალი ხელშეკრულების გაფორმებასთან ახლოს არიან #1TVSPORT
მადრიდის „რეალისა“ და გუნდის ლიდერის, ვინისიუსის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა პოზიტიურად დასრულდა, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
როგორც სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი წერს, მხარეები ახალი ხელშეკრულების გაფორმებასთან ახლოს არიან. მოლაპარაკების პროცესში ასევე იყო ჩართული „რეალის“ მწვრთნელი ჟოზე მოურინიო.
ბრაზილიელი ფეხბურთელის მხარე გაუმჯობესებულ კონტრაქტს ითხოვდა. ვინისიუსს მოთხოვნილი პირობების დაკმაყოფილებას კი „არსენალი“ ჰპირდებოდა და „რეალთან“ ვერშეთანხმების შემთხვევაში მოთამაშე, დიდი ალბათობით, სწორედ ინგლისურ გუნდში გადავიდოდა.
ვინისიუს ჟუნიორი „რეალის“ წევრი 2018 წელს გახდა. ამ დროის მანძილზე მან გუნდის მაისურით 376 მატჩი ჩაატარა და 128 გოლი გაიტანა.
26 წლის ბრაზილიელის მოქმედი ხელშეკრულება ესპანურ კლუბთან 2027 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.