მადრიდის „რეალი“ და ჟოზე მოურინიო შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან #1TVSPORT
პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო თანახმაა, მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს, – ინფორმაციას სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი საშა ტავოლიერი ავრცელებს.
როგორც ტავოლიერი წერს, ოფიციალური განცხადება ჟოზე მოურინიოს მადრიდის „რეალის“ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ მომდევნო კვირაში გავრცელდება.
პორტუგალიელი „რეალს“ 2010-2013 წლებში ერთხელ უკვე წვრთნიდა. გუნდთან ერთად მოურინიომ ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი და სუპერთასი მოიგო. ამის შემდეგ ის ლონდონის „ჩელსიში“ დაბრუნდა.
ჟოზე მოურინიო ამჟამად „ბენფიკას“ ავარჯიშებს. პორტუგალიურ კლუბთან კონტრაქტი მას 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.