მადრიდის „რეალი“ ცენტრალური მცველის შეძენას დორტმუნდის „ბორუსიიდან“ გეგმავს #1TVSPORT

10:20, 14.12.2024

მადრიდის „რეალი“ დაცვის გაძლიერებას დორტმუნდის „ბორუსიის“ ცენტრალური მცველის, ნიკო შლოტერბეკის შეძენით გეგმავს, – ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

25 წლის შლოტერბეკი ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელია, რომელსაც როგორც ცენტრალურ მცველად, ისე ფლანგზე შეუძლია თამაში.

ბოლო პერიოდია, რაც მადრიდის „რეალს“ დაცვის ხაზში პრობლემები აქვს, ტრავმირებულები არიან დავიდ ალაბა და ედერ მილიტაო, რომლებიც ძირითადი შემადგენლობის წევრებად ითვლებიან.

ნიკო შლოტერბეკის სატრანსფერო ფასი ამჟამად 40 მილიონი ევროა.

მსგავსი