მადრიდის „რეალი“ 18 წლის ურუგვაელით ინტერესდება
მადრიდის „რეალი“ 18 წლის ურუგვაელით ინტერესდება

ურუგვაის „პენიაროლის“ ნახევარმცველმა ფაკუნდო პელისტრიმ, შესაძლოა ესპანეთში გააგრძელოს კარიერა. 18 წლის ფეხბურთელით მადრიდის „რეალია“ დაინტერესებული, – წერს ესპანური პრესა.

ურუგვაელი ფეხბურთელის თამაშს აკვირდება აგენტი ჰუნი კალაფატი, რომელმაც ხელი შეუწყო „რეალში“ ვინისიუსისა და როდრიგოს ტრანსფერებს.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს, „რეალმა“ ასევე „პენიაროლიდან“ შეიძინა ნახევარმცველი ფედერიკო ვალვერდე. 21 წლის ურუგვაელმა გაუძლო ლუკა მოდრიჩთან კონკურენციას, წელს ლა ლიგაში 22 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი პასი შეასრულა.

ურუგვაის ჩემპიონატში ფაკუნდო პელისტრის ანგარიშზე სამი მატჩია.