მადრიდის „რეალი“ 17 წლის ბრაზილიელს ყიდულობს
მადრიდის „რეალი“ 17 წლის ბრაზილიელს ყიდულობს

გაზეთ „ასის“ (As) ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ შეიძენს ბრაზილიური „ფლამენგოს“ ნახევარმცველ რეინიერს.

მხარეებმა თითქმის ბოლომდე შეათანხმეს გარიგება. 17 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი „რეალთან“ 6.5 წელიწადზე იქნება გათვლილი.

რეინიერი „რეალს“ 30 მილიონი ევრო დაუჯდება. თავდაპირველად, ბრაზილიელი „რეალის“ მეორე გუნდში ითამაშებს. ფეხბურთელის ოჯახი უკვე ეძებს სახლს მადრიდში.

გასულ სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელმა ბრაზილიის ჩემპიონატში 14 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა.