მადრიდის „მასტერსზე“ ბასილაშვილის პირველი მეტოქე პერი იქნება, მეორე წრეში სავარაუდო მეტოქე - ციციპასი #1TVSPORT
მადრიდის „მასტერსზე“ ბასილაშვილის პირველი მეტოქე პერი იქნება, მეორე წრეში სავარაუდო მეტოქე - ციციპასი #1TVSPORT

გაიმართა მადრიდის „მასტერსის“ ძირითადი ბადის წილისყრა და გაირკვა პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე.

ქართველი ჩოგბურთელი 1/16 ფინალში გასასვლელად ფრანგ ბენუა პერს შეხვდება, რომელიც მსოფლიო კლასიფიკაციაში 35-ე ნომერია. მათ ოთხჯერ უთამაშიათ ერთმანეთის წინააღმდეგ პროფესიულ ტურში. პირველი სამი შეხვედრა ფრანგს დარჩა, ბოლო მეოთხე მატჩი 2019 წელს, შანხაის „მასტერსზე“ ბასილაშვილმა სამ სეტში მოიგო.

ბენუა პერს პროფესიულ ტურში ერთ-ერთი მთავარი სკანდალისტის სახელი აქვს. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ტურნირზე წაგების შემდეგ, მან მსაჯის მიმართულებით შეიფურთხა. ამ ინციდენტის შემდეგ, საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ პერი არ მიიღებს მონაწილეობას ტოკიოს ოლიმპაიდაში.

ბასილაშვილსა და პერს შორის მოგებული მეორე წრეში ტურნირის მეოთხე ნომერს სტეფანოს ციციპასს შეხვდება.

მადრიდის „მასტერსი“ 2 მაისს იწყება.