მადრიდის „ატლეტიკოს“ აღმასრულებელი დირექტორი მიგელ ანხელ ხილი აცხადებს, რომ ხულიან ალვარესი ზაფხულში გუნდს არ დატოვებს #1TVSPORT

15:04, 17.07.2026

მადრიდის „ატლეტიკოს“ აღმასრულებელი დირექტორის, მიგელ ანხელ ხილის თქმით, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, არგენტინელი ხულიან ალვარესი ზაფხულში გუნდს არ დატოვებს.

„ჩემი პოზიცია ნათელია, ისევე როგორც კლუბის. ეს უკვე ვაცნობეთ თავად ფეხბურთელს, მის წარმომადგენლებსა და „ბარსელონას“ პრეზიდენტს.

ეჭვი წამითაც არ მეპარება, რომ ხულიანისთვის „ატლეტიკო“ მსოფლიოში საუკეთესო ადგილია, ის კი მადრიდელებისთვის – იდეალური ცენტრფორვარდი. ჩვენ მისი შენარჩუნება გვინდა.

ახლახან მოვისმინე „ბარსელონას“ პრეზიდენტის სიტყვები, რომელმაც თქვა, რომ „ატლეტიკოსთვის“ გაკეთებული შეთავაზება უსაზღვრო არ იყო. ჩემი ერთადერთი პასუხი ისაა, რომ ჩვენი პასუხი უსაზღვროა – მისი გაყიდვა არ გვსურს. ჩვენ უარი ვთქვით 100 მილიონ ევროზე და არც 150 ან თუნდაც 200-მილიონიან წინადადებას მივიღებთ“, – ამბობს ხილი.

26 წლის ხულიან ალვარესი „ატლეტიკოში“ 2024 წლიდან ირიცხება. მადრიდული გუნდის მაისურით ჩატარებულ 106 შეხვედრაში მან 49 გოლი გაიტანა.

მსგავსი