მადრიდის „ატლეტიკომ“ კარასკო დაიბრუნა
მადრიდის „ატლეტიკომ“ კარასკო დაიბრუნა

ჩინური „დალიან იფანის“ ნახევარმცველი იანიკ კარასკო მადრიდის „ატლეტიკომ“ იჯარით სეზონის ბოლომდე აიყვანა, – დაწერა ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა. გარიგების დეტალები ცნობილი არ არის.

26 წლის ბელგიელი ადრე უკვე თამაშობდა „ატლეტიკოში“. მან მადრიდულ კლუბში ჯამში 124 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა. 2018 წელს კარასკო 30 მილიონ ევროდ გადავიდა „დალიან იფანში“.

დღეისთვის „ატლეტიკო“ მეხუთე ადგილზეა ლა ლიგას გათამაშების ცხრილში.