მადრიდის „ატლეტიკო“ წყვილის ფავორიტად იქცა
MADRID, SPAIN - FEBRUARY 20: Diego Godin of Atletico Madrid celebrates after scoring his team's second goal during the UEFA Champions League Round of 16 First Leg match between Club Atletico de Madrid and Juventus at Estadio Wanda Metropolitano on February 20, 2019 in Madrid, Spain. (Photo by Angel Martinez/Getty Images)
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში მადრიდის „ატლეტიკომ“ ტურინის „იუვენტუსს“ უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ნახევარში კი მადრიდელებმა გარისკეს, ჩვეული დაცვითი სტილისგან განსხვავებული თამაშით მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს, რამაც შედეგი გამოიღო. შეხვედრის ბედი ხუთ წუთიან მონაკვეთში გადაწყდა. „ატლეტიკოს“ ურუგვაელმა ცენტრალურმა მცველებმა: ხოსე ხიმენესმა და დიეგო გოდინმა სტანდარტული სიტუაციების შემდეგ გოლების გატანა მოახერხეს და მადრიდელები წყვილის ფავორიტებად იქცნენ.