მადრიდის „ატლეტიკო“ ხულიან ალვარესის გასხვისებას არ აპირებს #1TVSPORT

20:20, 04.08.2026

მადრიდის „ატლეტიკო“ 2026 წლის ზაფხულში გუნდის არგენტინელი თავდამსხმელის, ხულიან ალვარესის გასხვისებას არ აპირებს, – ამის შესახებ კლუბის დირექტორმა, მიგელ ანხელ ხილ მარინმა განაცხადა.

მარინმა ხაზი გაუსვა, რომ ალვარესი არც „ბარსელონას“ შეუერთდება და არც – „რეალს“. ჟურნალისტ რუბენ ურიას ინფორმაციით, კლუბის დირექტორმა კატალონიელთა ეს მცდელობა „ატლეტიკოს“ უპატივცემულობად და დამცირებად აღიქვა.

მიმდინარე ზაფხულში ალვარესის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ფეხბურთელმა საჯაროდ დაადასტურა „როხიბლანკოს“ დატოვებისა და „ბლაუგრანაში“ გადასვლის სურვილი, მაგრამ შეთანხმება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. არგენტინელ მოთამაშეს მადრიდულ კლუბთან არსებული კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს.

მსგავსი