მადლობა, სერხიო - „რეალმა“ რამოსთან გამოსამშვიდობებელი ვიდეორგოლი გაავრცელა [ვიდეო] #1TVSPORT
მადლობა, სერხიო - „რეალმა“ რამოსთან გამოსამშვიდობებელი ვიდეორგოლი გაავრცელა [ვიდეო] #1TVSPORT

„სამეფო კლუბმა“ სერხიო რამოსზე გამოსამშვიდობებელი ვიდეორგოლი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა, რომელშიც „რეალის“ მცველის ბრწყინვალე კარიერის სუკეთესო მომენტებია თავმოყრილი.

შეგახსენებთ, რომ 16 ივნისს „რეალის“ რეალის ოფიციალურ ვებგვერდზე სერხიო რამოსის გუნდიდან წავლა გამოცხადდა.

35 წლის ესპანელი „სამეფო კლუბში“ 2005 წლიდან ასპარეზობდა. „რეალის“ შემადგენლობაში სერხიო რამოსი გახდა ესპანეთის ხუთგზის ჩემპიონი, ოთხჯერ მოიგო ქვეყნის სუპერთასი, სამჯერ უეფა-ს სუპერთასი, იზეიმა ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიოს ჩემპიონობა.

2020/21 წლების სეზომში რამოსმა „რეალში“ 21 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

დატოვე კომენტარი