მადლობა კაპიტანო, მადლობა ლეგენდავ - სანიოლი კანკავას წასვლას გამოეხმაურა #1TVSPORT
მადლობა კაპიტანო, მადლობა ლეგენდავ - სანიოლი კანკავას წასვლას გამოეხმაურა #1TVSPORT

ვილი სანიოლმა კომენტარი გააკეთა ჯაბა კანკავას განცხადებაზე, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ 35 წლის ფეხბურთელმა სანაკრებო კარიერა დაასრულა.

„მადლობა კაპიტანო, რაც შენი კარიერის მანძილზე საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის გააკეთე. მადლობა რომ თანაგუნდელებისა და მომავალი თაობისთვის მაგალითის მიმცემი იყავი. ბედნიერი ვარ, შენი მწვრთნელობის პატივი რომ მხვდა წილად. მადლობა კაპიტანო, მადლობა ლეგენდავ“, – ასე დაემშვიდობა ჯაბა კანკავას „ჯვაროსნების“ ფრანგი მწვრთნელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა „ინსტაგრამზე“ გაავრცელა განცხადება, რომ სანაკრებო კარიერას ასრულებდა.

ის მეორე ქართველი ფეხბურთელი გახდა ლევან კობიაშვილის შემდეგ, რომელმაც „ჯვაროსნების“ ფორმით 100 მატჩი ჩაატარა.