„მაჩესტერ სიტის“ ყოფილი ფეხბურთელი ხუთწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
„მაჩესტერ სიტის“ ყოფილი ფეხბურთელი ხუთწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

ნიგერიელი დიქსონ ეტუჰუ ფეხბურთთან დაკავშირებულ ყოველგვარ საქმიანობას ხუთი წლით ჩამოაშორეს, – იუწყება Expressen.

დიქსონ ეტუჰუ შვედეთის ჩემპიონატში „აიკის“ ღირსებას იცავდა, როცა ეს უღირსი საქციელი ჩაიდინა და „გიოტებორგთან“ გასამართი მატჩის გაყიდვას შეეცადა.

შვედეთის ფეხბურთის კავშირის დისციპლინარული კომიტეტი აღნიშნულ ფაქტს ორი წლის განმავლობაში განიხილავდა და საბოლოო ვერდიქტით ნიგერიელი ფეხბურთელი დამნაშავედ ცნეს.

კარიერის საუკეთესო წლებში დიქსონ ეტუჰუ ნიგერიის ეროვნულ გუნდსა და „მანჩესტერ სიტიში“ ირიცხებოდა.