მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონია, ფინალში ქართველმა მოგამედხან მაგომედოვი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ქართველმა ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე მოგამედხან მაგომედოვი დაძაბულ ბრძოლაში 4:3 დაამარცხა.

ცოტა ხნით ადრე ტურნირზე მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ედემი ბოლქვაძემ (65 კგ) რუმინელი სპორტსმენი სტეფან კომანი დაამარცხა და მესამე ადგილი დაიკავა.

კონტინენტის პირველობაზე ასევე ბრინჯაოს მედლისთვის იასპარეზა რობერტ დინგაშვილმა (57 კგ). ქართველმა ბულგარელ ვანგელოვთან უშანსოდ, 0:10 წააგო. ხვალ, შეჯიბრის დასკვნით დღეს ფინალურ ბლოკში ოთხ ქართველს ვიხილავთ. ოქროს მედლისთვის გენო პეტრიაშვილი იჭიდავებს (125 კგ). ბრინაჯაოსთვის კი შოთა ფერტენაძე (61კგ), ავთანდილ კენჭაძე (74კგ) და მირიან მაისურაძე (92კგ) იბრძოლებენ.