Ma Ligue 2 - დავითაშვილი დამაჯერებელი არ იყო, მაგრამ მის შეცვლას „ბორდო“ სამომავლოდ არ განიხილავს #1TVSPORT
Ma Ligue 2 - დავითაშვილი დამაჯერებელი არ იყო, მაგრამ მის შეცვლას „ბორდო“ სამომავლოდ არ განიხილავს #1TVSPORT

Ma Ligue 2-მა წერილი გამოაქვეყნა „ბორდოს“ შესახებ, რომელიც სეზონში მესამედ დამარცხდა, ბოლო ტურში ნიმეს „ოლიმპიკთან“ და ჟირონდისტების შეტევაში არსებულ პრობლემებზე მიუთითა.

მართალია, საქართველოს ნაკრების შემტევი ბოლო თამაშისთვის გააკრიტიკეს, მაგრამ ისიც აღნიშნულია, რომ მისმა შემცვლელმა, ჰონდურასელმა ალბერტ ელისმა იმედები საერთოდ ვერ გაამართლა.

„ბოლო მატჩებში დილან ბაკვა „ბორდოს“ ყველაზე გამორჩეული შემტევი მოთამაშე იყო, მაგრამ მას სიზუსტე დააკლდა და მეტოქის დაცვას ვერაფერი მოუხერხა. მარცხენა ფლანგზე ეს მატჩი არ გამოუვიდა ზურიკო დავითაშვილს, რომელიც შესვენებაზე „ბორდოს“ მწვრთნელმა დავიდ გიონმა შეცვალა.

შემდეგ მოდის ალბერტ ელისის შემთხვევა, რომელმაც 11 მატჩში ერთი გოლი გაიტანა. ის არ არის უფრო დამაჯერებელი, ვიდრე დავითაშვილი. ჰონდურასელი ფეხბურთელი გასულ სეზონში ლიგა 1-ში ცხრა გოლის ავტორი გახდა, მაგრამ აგვისტოდან მოყოლებული გაცილებით დაბალ დონეზეა და არ ვითარდება.

კლუბმა გამოიყენა „ბოავიშტასთან“ გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების პუნქტი ტრანსფერის გამოსყიდვის შესაძლებლობის შესახებ და იმედოვნებდა, რომ შემდეგ მას უფრო მეტ თანხად სხვა კლუბში გაუშვებდა, მაგრამ სატრანსფერო „ფანჯარა“ მოთამაშისთვის და „ბორდოსთვის“ არასასურველად წარიმართა. შედეგად, ელისი, როგორც ჩანს, არ არის ძალიან ბედნიერი კლუბში და ნაკლებად სავარაუდოა, რომ გუნდი მას მომავლის ვარიანტად განიხილავდეს“ – წერია Ma Ligue 2-ის სტატიაში.