ლვოვის ადმინისტრაციის მონაცემებით, რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად, ქალაქში ექვსი ადამიანი დაიღუპა
ლვოვის ადმინისტრაციის მონაცემებით, რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად, ქალაქში ექვსი ადამიანი დაიღუპა

ქალაქ ლვოვში რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ლვოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაკსიმ კოზიცკიზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სამწუხაროდ, გვყავს დაღუპულები და დაშავებულები. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაიღუპა ექვსი და დაშავდა რვა. დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია. ცნობები ზუსტდება“, – წერს კოზიცკი.

უკრაინის დასავლეთ საჰაერო სარდლობის ინფორმაციით, დღეს დილით ლვოვზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა. სამი მათგანი სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტს დაეცა. დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზეც განხორციელდა, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი, რომლის ჩაქრობა ამ დრომდე მიმდინარეობს.