ლუსიენ ფავრი „დორტმუნდის“ ძირითად გუნდში 15 წლის ფორვარდის გამოძახებას აპირებს

10:55, 03.03.2020

„დორტმუნდის“ მთავარი მწვრთნელი ლუსიენ ფავრი გეგმავს პირველ გუნდში 15 წლის ფორვარდის იუსუფ მუკოკოს ათამაშებას, რომელმაც შესანიშნავად წარმოაჩინა თავი ახალგაზრდულ გუნდში.

ფორვარდმა 50 გოლი გაიტანა 28 მატჩში 17-წლამდელთა ჩემპიონატში. ასევე 31 გოლი ჰქონდა 18 მატჩში 19-წლამდელებს შორის.

„ჩვენ გვაქვს გეგმა, თუმცა, არ შემიძლია იმის თქმა, როდის იმუშავებს ის პირველ გუნდთან. შესაძლოა, მარტში, მაგრამ ჯერ უნდა მოვიცადოთ”, – თქვა ფავრმა „კიკერთან“ კომენტარში.

„დორტმუნდ“” მესამე ადგილზეა ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში და ლიდერ „ბაიერნს“ ოთხი ქულით ჩამორჩება.

მსგავსი