ლუსიანო ვიეტო „ატლეტიკოდან“ „ვალენსიაში“ გადავიდა
ლუსიანო ვიეტო „ატლეტიკოდან“ „ვალენსიაში“ გადავიდა

პრიმერა დივიზიონის ერთ-ერთმა ლიდერმა, „ვალენსიამ“ საკუთარ ვებგვერდზე „ატლეტიკოს“ ფორვარდის ლუსიანო ვიეტოს გადაბირების შესახებ გამოაცხადა.

„ღამურებმა“ 24 წლის არგენტინელი იჯარით აიყვანეს და მისი გამოსყიდვის შესაძლებლობა 2018 წლის ზაფხულში ექნებათ.

ვიეტო „ატლეტიკოში“ 2015 წლის ზაფხულიდან გამოდის. ამ სეზონში მან ყველა ტურნირზე 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ არც გოლი და არც შედეგიანი პასი არ ჰქონია. არგენტინელი ერთგვარი ანტირეკორდის ავტორია – მას ყველაზე მეტი დარტყმა აქვს შესრულებული იმ ფორვარდებს შორის, რომლებსაც წელს ესპანეთში გოლი არ გაუტანიათ.

მანამდე ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ ვიეტოს აყვანა ლისაბონის „სპორტინგს“ სურდა.