ლუქსემბურგი მარიხუანას ლეგალიზაციისთვის ემზადება
ლუქსემბურგი მარიხუანას ლეგალიზაციისთვის ემზადება

ლუქსემბურგი მარიხუანას ლეგალიზაციისთვის ემზადება. ქვეყანაში რეკრეაციული მიზნით მარიხუანას მოხმარება შესაძლოა, კანონით 2023 წელს ან მანამდეც დაუშვან.

სამმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც უახლოეს ხანში ლუქსემბურგში კოალიციურ მთავრობას ჩამოაყალიბებენ, მიაღწიეს შეთანხმებას, რათა გადადგან ნაბიჯები მარიხუანას რეკრეაციული მიზნით მოხმარების ლეგალიზაციისკენ.

საუბარია „ლიბერალ-დემოკრატიულ“, „ლუქსემბურის სოაციალურ“ და „მწვანეთა“ პარტიებზე.

საქმე ეხება კანონს, რომლის მიხედვითაც, მარიხუანას წარმოება, ყიდვა, შენახვა და მოხმარება სრულწლოვნებისთვის სტრესის მოსახსნელად დაშვებული იქნება.

პროექტის მიხედვით, მარიხუანას გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი წამალდამოკიდებული ადამიანების დასახმარებლად დაიხარჯება. როგორც ვარაუდობენ, კანონი ძალაში 2023 წლამდე შევა.

შეგახსენებთ, მანამდე კანადა გახდა „დიდი შვიდეულის“ წევრი პირველი ქვეყანა,  სადაც მარიხუანას რეკრეაციული მიზნით მოხმარების ლეგალიზება მოხდა.