განახლება: ლუხუმ ჩხვიმიანი ოქროსთვის ბრძოლას გამოეთიშა
განახლება: ლუხუმ ჩხვიმიანი ოქროსთვის ბრძოლას გამოეთიშა

ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს გრან-პრიზე სამმა ქართველმა სპორტსმენმა დაიწყო მონაწილეობა და მათგან ოქროს მედლისთვის ბრძოლას ვერც ერთი ვეღარ აგრძელებს. რამდენიმე წუთის წინ ლუხუმ ჩხვიმიანი, მეოთხედფინალში, ესპანელ გარიგოსთან სამი შიდოთი დამარცხდა.

მანამდე, ამავე წონით კატეგორიაში (-60), ამირან პაპინაშვილმა რუს ალბერტ ოგუზოვთან წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც მონღოლ განბატ ბოლბაატარს შეხვდება.

-66 კგ. წონით კატეგორიაში კი თორნიკე ნაგლიაშვილმა უკრაინელ ბოგდან იადოვთან დათმო და მედლებისთის ბრძოლას გამოეთიშა.