ლუხუმ ჩხვიმიანი მეორე ეტაოზე რუს სპორტსმენს შეხვდება
ლუხუმ ჩხვიმიანი მეორე ეტაოზე რუს სპორტსმენს შეხვდება

ძიუდოს საერთაშორისო ტურნირზე დასრულდა პირველი ეტაპის შეხვედრები -60 კილოგრამ წონით კატეგორიაში და მასში მოასპარეზე ოთხივე ქართველი სპორტსმენი გავიდა შემდეგ ეტაპზე. ამირან პაპინაშვილი ბელგიელ იორან შილდერმანსს შეხვდება, ლაშა ჩადუნელი – ებრაელ დანიელ ბენ დავიდს, ლუხუმ ჩხვიმიანი – რუს ეგორ ცვეტკოვს, ხოლო თემურ ნოზაძე – ყაზახ რუსტამ იბრაიევს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად თბილისის ოლიმპიურ სასახლეში წინასწარი ეტაპის შეხვედრები მიმდინარეობს, ფინალურ ბლოკს კი, რომელიც 16:00 საათზე დაიწყება, პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.