ლუხუმ ჩხვიმიანი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა #1TVSPORT
ლუხუმ ჩხვიმიანი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა #1TVSPORT

სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს ოთხმა ქართველმა იასპარეზა, რომელთაგან ორი ფინალურ ბლოკში გადავიდა. 60კგ-ში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი, 2019 წლის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი ბრინჯაოს მედლისთვის ფრანგ სედრიკ რევოლს შეხვდა და დამატებით დროში დამარცხდა. დღეს ტურნირზე ასევე მესამე ადგილისთვის იბრძოლებს ეთერ ლიპარტელიანიც (57კგ). ქართველს ნახევარფინალში ფრანგმა სარა ლეონე კისიკემ სძლია და ეთერი ბრინჯაოს მედლისთვის ჩეხ ვერა ზემანოვას დაუპირისპირდება.

პირველ საშეჯიბრო დღეს გამომსვლელი დანარჩენი ორი ქართველი – ჯაბა პაპინაშვილი (60კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის ტელერეპორტაჟებს ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ტურნირის პირდაპირი ტრანსლაციები როგორც დღეს, ასევე 30 აპრილს და პირველ მაისს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.