ლუხუმ ჩხვიმიანი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს ოთხი ქართველი გამოვიდა, რომელთაგან ორი მედლებისთვის ბრძოლას განაგრძობს.

(2019 წლის) მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი მეოთხედფინალში ნიდერლანდების წარმომადგენელ თორნიკე ჭკადუას შეხვდა და მეტოქე ვაზარით დაამარცხა. ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალში ფრანცისკო გარიგოსს შეხვდება. კონტინენტის პირველობაზე რამდენიმე წუთით ადრე 57კგ-ში მოასპარეზე ეთერ ლიპარტელიანმა მეოთხედფინალში ძლიერი ფრანგი სპორტსმენი პრიშილა გნეტო სუფთა გდებით დაამარცხა და ფინალში გასასვლელად კიდევ ერთ ფრანგს, სარა ლეონე კისიკეს დაუპირისპირდება. შეჯიბრზე გამომსვლელი დანარჩენი ორი ქართველი – ჯაბა პაპინაშვილი (60კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის ტელერეპორტაჟებს ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ტურნირის პირდაპირი ტრანსლაციები 29,30 აპრილს და პირველ მაისს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

დატოვე კომენტარი