ლუხუმ ჩხვიმიანი და თემურ ნოზაძე ბუდაპეშტის გრანდ სლემის მეოთხედფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT
ლუხუმ ჩხვიმიანი და თემურ ნოზაძე ბუდაპეშტის გრანდ სლემის მეოთხედფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დღეს სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. ტურნირზე 61 ქვეყნის 406 ძიუდოისტი მონაწილეობს. პირველ საშეჯიბრო დღეს მედლები მამაკაცებში ორ წონით კატეგორიაში – 60 და 66 კგ-ში გათამაშდება, სადაც სამი ქართველი ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე და ვაჟა მარგველაშვილი წარმატებულად ასპარეზობენ.

ჩხვიმიანმა (60კგ) მერვედფინალში მოლდოველი ალექსანდრუ ტირსინა იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალში იტალიელ ანჯელო პანტანოს შეხვდება.

 

ამავე წონაში კარგად გამოდის ახალგაზრდა თემურ ნოზაძეც, რომელმაც ჩეხ დავიდ პულკრაბეკს სძლია და ნახევარფინალში გასასვლელად შვეიცარიელ ან ყაზახ ძიუდოისტს დაუპირისპირდება.

 

ორივე ქართველის კარგად გამოსვლის შემთხვევაში ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ქართულ ნახევარფინალს ვიხილავთ.

დღეს გამომსვლელი მესამე ქართველი ვაჟა მარგველაშვილი ტურნირზე მერვედფინალურ შეხვდრას რამდენიმე წუთში გამართავს.

ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ფინალური ბლოკი 19:00-ზე დაიწყება.

დატოვე კომენტარი