ლუხუმ ჩხვიმიანი ანტალიის გრანდ სლემზე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა #1TVSPORT
ლუხუმ ჩხვიმიანი ანტალიის გრანდ სლემზე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა #1TVSPORT

თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. ტურნირზე დღეს გამომსვლელი ერთადერთი ქართველი ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) პირველივე შეხვედრაში დამარცხდა – ქართველმა კვიპროსელ პეტროს კრისტოდოულიდესთან დამატებით დროში წააგო და ტურნირს დაემშვიდობა.

მომდევნო დღეებში შეჯიბრზე მედლებისთვის ლუკა კაპანაძე (73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნიკა ხარაზიშვილი (ორივე 90 კგ), ომარ საური (100 კგ), ლევან მატიაშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.) იჭიდავებენ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს გამართულ ანტალიის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედლის აღება შეძლო და გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა – ტურნირზე ჩემპიონები გახდნენ გიორგი ტერაშვილი (73 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ), ვერცხლის მედლები კი ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) მოიპოვეს.