ლუკას ვასკეტსმა მადრიდის „რეალი“ დატოვა #1TVSPORT
ლუკას ვასკეტსმა მადრიდის „რეალი“ დატოვა #1TVSPORT

34 წლის ლუკას ვასკესმა მადრიდის „რეალი“ ოფიციალურად დატოვა, — ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ესპანელი მოთამაშე გამოეხმაურა, მან მადლობა გადაუხადა კლუბსა და გულშემატკივრებს.

„მადრიდის დატოვება რთულია, მაგრამ ვიცი, რომ „რეალი“ სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში. სადაც უნდა ვიყო, ყოველთვის სიამაყით ვიტყვი, რომ შანსი მქონდა ამ დიდ კლუბში მეთამაშა. მადლობა ყველას ამ დაუვიწყარი გზისთვის“, — დაწერა ვასკესმა.

ლუკას ვასკესს ოფიციალურად 17 ივლისს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ემშვიდობებიან. ის „რეალში“ 18 წლის განმავლობაში ირიცხებოდა. ამ პერიოდში 402 მატჩი ჩაატარა, 38 გოლი გაიტანა და 73 საგოლე გადაცემა მიითვალა.