ლუკას ვასკესი ბუნდესლიგაში ითამაშებს #1TVSPORT
ლუკას ვასკესი ბუნდესლიგაში ითამაშებს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელი ლუკას ვასკესი კარიერას ბუნდესლიგაში გააგრძელებს.

იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 34 წლის ვასკესი „ლევერკუზენში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა. ესპანელი გერმანიის ვიცე-ჩემპიონთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ლუკას ვასკესი „რეალში“ 2010 წლიდან თამაშობდა. გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 53 მატჩი მან ორი გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.