ლუკას პაკეტა პრემიერლიგაში შეგნებულად იღებდა ყვითელ ბარათებს - მას სამუდამო დისკვალიფიკაცია ემუქრება #1TVSPORT
ლუკას პაკეტა პრემიერლიგაში შეგნებულად იღებდა ყვითელ ბარათებს - მას სამუდამო დისკვალიფიკაცია ემუქრება #1TVSPORT

„ვესტ ჰემის“ ფეხბურთელი ლუკას პაკეტა პოლიციის გამოძიების ობიექტი გახდა.

როგორც ბრიტანული გაზეთი Daily Mail წერს, ბრაზილიელ ფეხბურთელს ადანაშაულებენ იმაში, რომ შეგნებულად იღებდა ყვითელ ბარათებს, რათა მის ნაცნობებს ამაზე ფული მოეგოთ. ერთ-ერთ შემთხვევაში პაკეტამ ეს ძმისთვის გააკეთა და ამ გზით მას დაბადების დღე მიულოცა.

პაკეტამ უკვე მისცა ჩვენება ბრაზილიაში, ახლა კი მის საქმეს ინგლისში განიხილავენ.

27 წლის ნახევარმცველს ყვითელი ბარათების შეგნებულად მიღებას ედავებიან პრემიერლიგის 2022-23 წლების სეზონში „ლესტერის“, „ლიდსის“, „ასტინ ვილასა“ და „ბორნმუთის“ წინააღმდეგ მატჩებში.

ელოდებიან, რომ ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია პაკეტას საქმეზე გადაწყვეტილებას მარტში მიიღებს. ფეხბურთელს ელოდება ხანგრძლივი და, შესაძლოა, სამუდამო დისკვალიფიკაცია.