ლუკაკუთი „პარი სენ-ჟერმენი“ დაინტერესდა
ლუკაკუთი „პარი სენ-ჟერმენი“ დაინტერესდა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუთი „პსჟ“ დაინტერესდა. ფრანგებს ედისონ კავანის „ატლეტიკოში“ გადასვლის შემთხვევაში თავდასხმის ხაზის გაძლიერება დასჭირდებათ. არცთუ კარგი სეზონის შემდეგ, ლუკაკუს „ოლდ ტრაფორდის“ დატოვებას უწინასწარმეტყველებენ და მისით „პარი სენ-ჟერმენის“ გარდა მილანის „ინტერიც“ ინტერესდება, რომლის ახალ დამრიგებელს, ანტონიო კონტეს, რომელუ ჩელსიში მუშაობის დროსაც ძალიან მოსწონდა და თავის კლუბში გადაყვანა სურდა.

ფაქტია, რომ „მანჩესტერი“ ლუკაკოს იაფად არ შეელევა. შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედმა“ ლუკაკუ ორი წლის წინ, „ევერტონიდან“ 90 მლნ. ფუნტად შეიძინა. „იუნაიტედის“ დატოვებაზე ლუკაკუმაც არაერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ იტალიაში თამაში სურს.

დატოვე კომენტარი