ლუკაკუს „იუვენტუსში“ გადასვლა უნდა
ლუკაკუს „იუვენტუსში“ გადასვლა უნდა

ლუკაკუს „იუვენტუსში“ გადასვლა უნდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ, შესაძლოა, დატოვოს ზაფხულში კლუბი. როგორც გაზეთი „სანი“ (The Sun) ამტკიცებს, 25 წლის ბელგიელს „იუვენტუსში“ გადასვლა სურს.

ბელგიელს აღარ უნდა „მანჩესტერში“ თამაში – მან ოლე-გუნარ სოლსკიაერის გუნდში მისვლის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. წერენ, რომ ლუკაკუ „იუვენტუსის“ დიდი თაყვანისმცემელია, აგრეთვე, ხიბლავს ტურინელთა ფორვარდთან კრიშტიანუ რონალდუსთან თამაშის პერსპექტივა.

ლუკაკუს კონტრაქტი „იუნაიტედთან“ 2022 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. მიმდინარე სეზონში ბელგიელმა 34 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა.