ლუკაკუმ და ბროზოვიჩმა „სლავიასთან“ მატჩის შემდეგ იჩხუბეს
ლუკაკუმ და ბროზოვიჩმა „სლავიასთან“ მატჩის შემდეგ იჩხუბეს

მილანის „ინტერის“ ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ თავის თანაგუნდელთან მარსელო ბროზოვიჩთან წაიჩხუბა. ინციდენტი „სლავიასთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩის შემდეგ მოხდა, რომელიც მილანურმა კლუბმა შინ ვერ მოიგო – 1:1.

როგორც გამოცემა „გაძეტა დელო სპორტი“ წერს, ფეხბურთელების გაშველება ალექსის სანჩესს მოუწია. ლუკაკუ აგრესიულად აკრიტიკებდა ბროზოვიჩს იმის გამო, რომ მან ვერ შეძლო მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტეს დავალების შესრულება და ძალიან ხშირად კარგავდა ბურთს.

26 წლის ხორვატმა საპასუხოდ დაადანაშაულა ლუკაკუ იმაში, რომ მან საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, რომელსაც შეეძლო მათი გუნდისთვის გამარჯვება მოეტანა.

ლუკაკუ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ 74 მილიონ ფუნტად გადავიდა „ინტერში“.

დატოვე კომენტარი