ლუკაკუმ „ჩელსისთვის“ სამედიცინო შემოწმება გაიარა #1TVSPORT
ლუკაკუმ „ჩელსისთვის“ სამედიცინო შემოწმება გაიარა #1TVSPORT

„ინტერის“ ფორვარდი რომელუ ლუკაკუ ახლოს არის „ჩელსიში“ გადასვლასთან. ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ.

28 წლის ბელგიელმა მილანის ერთ-ერთ კლინიკაში უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება ლონდონური კლუბისთვის. გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ლუკაკუ კლინიკას თავისი აგენტის ფედერიკო პასტორელის თანხლებით ტოვებს. ტრანსფერის თანხა 115 მილიონ ევროს შეადგენს.

ლუკაკუ ადრე უკვე თამაშობდა „ჩელსიში“ 2011-14 წლებში და ამ პერიოდში ორჯერ იყო იჯარით სხვა კლუბში – „ვესტ ბრომვიჩსა“ და „ევეტონში“. გასულ სეზონში ბელგიელმა 40 მატჩში 30 გოლი და 10 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.