ლუკაკუ თავის თანამემამულეებს „ინტერში“ ეპატიჟება

13:30, 17.05.2020

რომელუ ლუკაკუ მილანის „ინტერში“ თავისი თანამემამულე ფეხბურთელების გადაბირებას ცდილობს. როგორც „გაძეტა დელო სპორტი“ იუწყება, 27 წლის ფორვარდი უკვე დაუკავშირდა „პარი სენ-ჟერმენის“ მცველ ტომას მენიეს, ასევე „ნაპოლის“ თავდამსხმელ დრის მერტენსს და „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ მცველ იან ვერტონგენს.

ამ ფეხბურთელების კონტრაქტები მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება და, როგორც მოსალოდნელია, თავ-თავიანთ გუნდებს ისინი უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებენ.

გარდა ამისა, ირკვევა, რომ „ინტერი“ აპირებს, კიდევ ერთი შანსი მისცეს ნახევარმცველ რაჯა ნაინგოლანს, რომელიც ამჟამად იჯარის წესით არის გაშვებული „კალიარიში“.

მსგავსი