ლუკაკუ შეიძლება „რეალში“ გადავიდეს #1TVSPORT
ლუკაკუ შეიძლება „რეალში“ გადავიდეს #1TVSPORT

მილანის „ინტერის“ ფორვარდი რომელუ ლუკაკუ, რომელზეც უფლებები ლონდონის „ჩელსის“ გააჩნია, ზაფხულში, შესაძლოა, მადრიდის „რეალში“ გადავიდეს.

ამ ინფორმაციას გაზეთი The Sun-ი ავრცელებს. აღნიშნავენ, რომ ესპანურ კლუბში გადასვლა სრულფასოვანი ტრანსფერის სახით მოხდება.

მიმდინარე სეზონში ლუკაკუმ სერია A-ში 14 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.