ლუკაკუ - კლუბი უპირველეს ყოვლისა
ლუკაკუ - კლუბი უპირველეს ყოვლისა

ლუკაკუმ „არსენალთან“ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ალექსის სანჩესმა და ჯესი ლინგარდმა გოლები სწორედ მისი წყალობით გაიტანეს. მატჩის შემდეგ მან თავის მომავალზე და „იუნაიტედში“ მის ადგილზე ისაუბრა.

„ძალიან მომთმენი უნდა იყო. ვიცი, რომ ძალიან ბევრი მუშაობა მომიწევს, ძალიან ბევრი სიმაღლის დალაშქვრა, თუმცა მე ვიცი, რომ ასე ახლოს მიზანთან არასდროს ვყოფილვარ. ჩემი ფორმის პიკთან მიახლოებას ვგრძნობ და ძალიან ბედნიერი ვარ.“ – ამბობს ბელგიელი.

„გასახდელში ძალიან დიდი პოზიტივი სუფევს. ერთ გუნდად ვართ შეკრულები და ძლიერები ვართ. ვცდილობთ, რომ ერთმანეთი წავაქეზოთ და გავამხნევოთ. გვინდა, რომ ეს ჩემპიონატი მოვიგოთ, რადგან მიუხედავად ბოლო დროისა, „იუნაიტედი“ თავის კუთვნილ პოზიციაზე არ დგას. ტიტული გვსურს. მწრთვნელი საოცარ საქმეს აკეთებს, თუმცა არ შემიძლია არ აღვნიშნო თითოეული ფეხბურთელის ძალისხმევა. ყველას სურს თამაში, ყველას სურს რაღაცის დამტკიცება და გუნდის დახმარება. ჩვენთვის გუნდი ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას“, – ციტირებს Sky sports ლუკაკუს.