ლუკაკუ „იუვენტუსს“ სამწლიან კონტრაქტზე მოელაპარაკა #1TVSPORT
ლუკაკუ „იუვენტუსს“ სამწლიან კონტრაქტზე მოელაპარაკა #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსის“ ფორვარდი რომელუ ლუკაკუ კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს, – იტყობინება იტალიელი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო.

აღნიშნავენ, რომ მხარეები უკვე შეთანხმდნენ სამწლიან გარიგებაზე, კიდევ ერთი წლით გაგრძელების ოპციით.

ამასთან, „იუვენტუსი“ ლამობს გაცვლის განხორციელებას „ჩელსისთან“. ტურინულ კლუბს სურს, დათმოს ფორვარდი დუშან ვლაჰოვიჩი, სანაცვლოდ კი მიიღოს ლუკაკუ და კიდევ 40 მილიონი ევრო.