ლუკაკუ - იუვენტუსი უძლიერესი კლუბია
ლუკაკუ - იუვენტუსი უძლიერესი კლუბია

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა ახლოვდება. „წითელი ეშმაკების“ ფორვარდი – რომელუ ლუკაკუც აღნიშნულ შეხვედრაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ „იუვენტუსი“ ძალიან ძლიერია.

ბელგიელი მიიჩნევს, რომ პირველ ადგილს ჯგუფში მისი გუნდი დაიკავებს:

„მათ შესანიშნავი პროექტი აქვთ, ყოველ წელს უფრო ძლიერები ხდებიან. „იუვენტუსი“ მსოფლიოს ორ-სამ საუკეთესო გუნდში შედის, კარგი მწვრთნელი და ყველა პოზიციაზე საოცარი ფეხბურთელები ჰყავს. კრიშტიანო საუკეთესოა, მაგრამ ყურადღება სხვა ფეხბურთელებსაც უნდა მივაქციოთ. მაგალითად დიბალას, დუგლას კოშტას. მიუხედავად იმისა, რომ რთულ ჯგუფში ვართ, გვინდა, პირველ ადგილი დავიკავოთ“ – განუცხადა ლუკაკუმ Gazzetta Dello Sport-ს.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 23 ოქტომბერს – „ოლდ ტრაფორდზე“ დაუპირისპირდება.

დატოვე კომენტარი