ლუკაკუ ინგლისთან არ ითამაშებს
ლუკაკუ ინგლისთან არ ითამაშებს

ბელგიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა რომელუ ლუკაკუმ ბოლო ვარჯიში გამოტოვა. DailyMail-ის ინფორმაციით, ფეხბურთელს ქუსლის ტრავმა აწუხებს და ამის გამო მოუწია იძულებითი დასვენება.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ბელგიელთა დამრიგებელი რობერტო მარტინესი არ გარისკავს და არ დააყენებს “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდს ინგლისთან სასტარტო შემადგენლობაში. 28 ივნისს, სწორედ ამ მატჩში უნდა გაირკვეს – რომელი ნაკრები დაიკავებს პირველ ადგილს G ჯგუფში.

ლუკაკუ მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია – მას ოთხი გოლი აქვს და ინგლისელ კარი კეინს ერთი ბურთით ჩამორჩება.

ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!