ლუკაკუ ევროპის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
ლუკაკუ ევროპის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

შვეიცარიაში, ქალაქ ნიონში ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა დასრულდა.

უეფა-ს მიერ გამართულ ცერემონიაზე ევროპის ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს და ეს საპატიო წოდება „ინტერის“ ფორვარდს, რომელუ ლუკაკუს ერგო.

მილანური კლუბის ბელგიელმა ლეგიონერმა ევროპის ლიგის ტურნირზე მონაწილეობა ექვს მატჩში მიიღო, გაიტანა შვიდი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.