ლუკაკუ „ჩელსიში“ დაბრუნდება - „ინტერი“ ბელგიელს არ გამოისყიდის #1TVSPORT
ლუკაკუ „ჩელსიში“ დაბრუნდება - „ინტერი“ ბელგიელს არ გამოისყიდის #1TVSPORT

მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე, მილანის „ინტერში“ იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ რომელუ ლუკაკუ „ჩელსიში“ დაბრუნდება, მიუხედავად იმისა, რომ ბელგიელს იტალიურ კლუბში დარჩენა სურს.

ლუკაკუ, რომელიც „ინტერიდან“ „ჩელსიში“ 2021 წლის ზაფხულში გადავიდა, 2022-23 წლების სეზონის წინ იჯარის წესით დაბრუნდა მილანში.

მაგრამ დაბრუნება წარმატებული არ გამოვიდა: 29 წლის ფეხბურთელმა 24 მატჩში მხოლოდ შვიდი გოლი გაიტანა და ტრავმების გამო ბევრი მატჩი გამოტოვა.

იტალიური Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ლუკაკუ ამ ზაფხულს დაბრუნდება „ჩელსიში“, რადგან „ინტერი“ არ აპირებს მის გამოსყიდვას. მილანურ კლუბს ფინანსური სირთულეები აქვს, გარდა ამისა, „ინტერმა“ შეიძლება, ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვოს, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს კლუბის ფინანსურ პრობლემებს. დღეისთვის, „ინტერი“ მეხუთე ადგილზეა სერია A-ს გათამაშებაში.