ლუკაკუ ახლოს არის „ინტერში“ დაბრუნებასთან - ბელგიელი „ჩელსიში“ თანაგუნდელებს დაემშვიდობა #1TVSPORT
ლუკაკუ ახლოს არის „ინტერში“ დაბრუნებასთან - ბელგიელი „ჩელსიში“ თანაგუნდელებს დაემშვიდობა #1TVSPORT

„ჩელსის“ ბელგიელი ფორვარდი რომელუ ლუკაკუ ახლოს არის „ინტერში“ დაბრუნებასთან, – ამის შესახებ დაწერა ესპანურმა გაზეთმა AS-მა.

როგორც ირკვევა, თავდამსხმელი უკმაყოფილოა „ჩელსიში“ საკუთარი მდგომარეობით და უკვე დაემშვიდობა ლონდონში თავის თანაგუნდელებს. „ინტერის“ ხელმძღვანელობა დაინტერესებულია ბელგიელის დაბრუნებით ზაფხულის სატრანსფეო ფანჯრისას.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ლუკაკუმ 19 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.