ლუკა ზიდანმა კლუბი გამოიცვალა #1TVSPORT
ალჟირის ნაკრების მეკარე ლუკა ზიდანი კარიერას სეგუნდა დივიზიონის ბინადარ „ლეგანესში“ გააგრძელებს. 28 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა. მანამდე ლეგენდარული ზინედინ ზიდანის ვაჟმა ორმხრივი შეთანხმებით ხელშეკრულება გაწყვიტა „გრანადასთან“.
უმცროსმა ზიდანმა „ლეგანესთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების პერსპექტივით. გარიგების ფინანსური დეტალები ცნობილი არ არის.
ზიდანმა ბოლო ორი სეზონი სეგუნდა დივიზიონში „გრანადას“ რიგებში ითამაშა. ამ პერიოდში, ჯამში, მან 45 მატჩი ჩაატარა და 15 შეხვედრაში „მშრალად“ შეინახა საკუთარი კარი.