ლუკა ზარანდია პოლონურ სიმბოლურშია
ლუკა ზარანდია პოლონურ სიმბოლურშია

ლუკა ზარანდია პოლონეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 35-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს – ინფორმაცია ლოტო ეკსტრაკლასას (პოლენეთის ჩემპიონატის) ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ზარანდიამ 35-ე ტურში საუკეთესო მატჩი ჩაატარა – 23 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ლიგიდან გავარდნილ სოსნოვიეცის „ზაგლებიესთან“ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა და საგოლე გადაცემასთან ერთად, ანგარიშზე გოლიც ჩაიწერა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა თავდამსხმელმა „ინსთანთ ინდექსის“ ანალიტიკური პროგრამით 433 ქულა დააგროვა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ ზარანდია მიმდიანრე სეზონში ეკსტრაკლასას სიმბულურ თერთმეტეულში მეხუთედ დაასახელეს.