ლუკა ზარანდია დაბრუნდა - ის კელცეს „კორონას“ ფეხბურთელია #1TVSPORT
ლუკა ზარანდია დაბრუნდა - ის კელცეს „კორონას“ ფეხბურთელია #1TVSPORT

ლუკა ზარანდია ხანგრძლივი უთამაშებლობის შემდეგ ახალ კლუბში, კელცესკორონაში“ ჩაირიცხა – ინფორმაციას პოლონური კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

„ლუკა ზარანდიამ „კორონასთან“ კონტრაქტი გააფორმა. ქართველი ნახევარმცველის კონტრაქტი კელცეს კლუბთან ძალაში 2022 წლის 30 ივნისამდეა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ყვითელ-წითელ ოჯახში და გისურვებთ წარმატებებს!“, – წერია პოლონური კლუბის გავრცელებულ ცნობაში.

26 წლის ფეხბურთელი 35-ე საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, პროფესიულ ფეხბურთში კი თბილისის „ლოკომოტივიდან“ შეაბიჯა. 2016-2019 წლებში იყო გდინიასარკას“ ფეხბურთელი, სადაც მწვრთნელ ლეშეკ ოიჟინსკის ხელმძღვანელობით 2016/2017 წლის სეზონზე პოლონეთის თასი მოიგო, ხოლო პოლონეთის სუპერთასი ორჯერ – 2017 და 2018 წლებში. „არკადან“ ბელგიურ „ზულეტ ვარეგემში“ გადავიდა, სადაც გაატარა 2019/2020 წლების სეზონის შემოდგომის პერიოდი, შემდეგ  კი იჯარით ყაზახურ კოსტანაისტობოლში“ გაუშვეს.

ლუკა საქართველოს ნაკრების წევრი იყო, სადაც სადებიუტო მატჩი 2018 წელს ჩაატარა. ზარანდიამ ექსტრაკლასაში 50 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.