ლუკა ტონი შეიარაღებული ძარცვის მსხვერპლი გახდა
ლუკა ტონი შეიარაღებული ძარცვის მსხვერპლი გახდა

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ლუკა ტონიმ განაცხადა, რომ მის სახლს შეიარაღებული მძარცველები დაესხნენ თავს. „ინსტაგრამში“ საკუთარ გვერდზე „ფიორენტინას“, „ვერონასა“ და „ბაიერნის“ ყოფილმა ფეხბურთელმა უსიამოვნო ინციდენტის შესახებ მოყვა.

„რადგან ჭორები გავრცელდა, მინდა დავადასტურო, რომ სამშაბათს საღამოს ჩემი სახლი სამმა შეარაღებულმა ნიღბიანმა დამნაშავემ გაქურდა. ყველაზე მთავარია, რომ ჩემი ოჯახი წესრიგშია. არავინ დაზარალებულა, თუ არ ჩავთვლით მორალურ ტრავმას და ძლიერ შიშს. სამწუხაროა, რომ დამნაშავეებმა ძვირფასი და სამახსოვრო ნივთები წაიღეს.

ძარცვის შემდეგ მოვიდა პოლიცია. შესაძლოა, ის მეზობლებმა გამოიძახეს, როცა რაიონში უცხო და საეჭვო ავტომობილი შეამჩნიეს. გამოძიებამ არაფერი მოიტანა. ახლა მე არ მინდა, რომ ჩემი ოჯახი კითხვებით შეაწუხონ“, – დაწერა ტონიმ.

ლუკა ტონი მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონია იტალიის ნაკრებში. 2006 წელს „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა. 2008 წელს, „ბაიერნის“ შემადგენლობაში ბუნდესლიგა და გერმანიის თასი მოიგო.